ქართველი ქალი ძიუდოისტები ევროპის ჩემპიონატს გამოეთიშნენ
30/10/2020 06:16:06 საზოგადოება
ქალ ძიუდოისტთა ნაკრების 5 წევრს და მწვრთნელს კორონავირუსი დაუდასტურდათ. მათ "კოვიდ-19" გორში ყოფნის დროს დაუდგინდათ, სადაც შიდა ქართლში ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად საწვრთნელ შეკრებას გადიოდნენ.
ინფიცირებულების მდგომარეობა მსუბუქია და ისინი მკურნალობას თვითიზოლაციაში განაგრძობენ.
ვირუსის გამო, საქართველოს ქალ ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს.
„გორში შეკრებაზე ვიყავით, როდესაც კორონავირუსი დაგვიდასტურდა. ბინაზე ვმკურნალობ. რაც შეეხება ევროპას, ამოგვიღეს სიიდან და ვერც ერთი გოგო ვერ მივიღებთ ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობას“,– განაცხადა ეთერ ლიპარტელიანმა.


