ტუნისელი თავდამსხმელი, რომელმაც ნიცაში 3 ადამიანი მოკლა, ევროპაში ოქტომბრის დასაწყისში ჩავიდა
30/10/2020 05:45:01 მსოფლიო
ტუნისელი თავდამსხმელი, რომელმაც ნიცაში 3 ადამიანი მოკლა, ევროპაში ოქტომბრის დასაწყისში ჩავიდა, – იუწყება BBC.
გამოცემის ცნობით, 21 წლის ეჭვმიტანილს „წითელი ჯვრის“ იტალიის წარმომადგენლობის დოკუმენტი ჰქონდა, რომელიც გასულ თვეში, იტალიის კუნძულ ლამპედუზაში მიგრანტთა ნავით მისი ჩასვლის შემდეგაა გაცემული.
დანით შეიარაღებულ პირის თავდასხმს გუშინ მოხდა. ნიცაში ნოტრ-დამის ბაზილიკას ახალგაზრდა მამაკაცი დაესხა თავს, მან შენობაში ორი და შემდეგ გარეთ კიდევ ერთი ადამიანი მოკლა. თვითმხილველების განცხადებით, ახალგაზრდა თავდასხმისას მოქმედებდა შეძახილით “დიდება ალაჰს”.
საფრანგეთში ტერორისტული საფრთხის მაქსიმალური დონე გამოცხადდა.
ეს გადაწყვეტილება ქვეყნის ხელისუფლებამ ნიცასა და ავინიონში შეიარაღებული თავდასხმების განხორციელების შემდეგ მიიღო.
პრემიერ ჟან კასტეკსის განცხადებით, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად პოლიციასთან ერთად ჯარიც იქნება მობილიზებული.


