Accentnews.ge
იტალია კოვიდ–ანტირეკორდის დამყარებას განაგრძობს

იტალია კოვიდ–ანტირეკორდის დამყარებას განაგრძობს

29/10/2020 19:47:43 მსოფლიო

იტალია კოვიდ–ანტირეკორდის დამყარებას განაგრძობს. ბოლო 24 საათში Covid-19–ით ინფიცირების 26 831 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ქვეყნისთვის რეკორდული დღიური მაჩვენებელია.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსმა 38 122 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 616 595 შემთხვევა.

26 ოქტომბრიდან იტალიაში ახალი შეზღუდვები ამოქმედდა, რომელიც ძალაში 24 ნოემბრამდე იქნება. როგორც პრემიერ–მინისტრმა ჯუზეპე კონტემ განაცხადა, აღნიშნულის მიზეზი ბოლო პერიოდში ქვეყანაში Covid-19–ით ინფიცირების ახალი შემთხვევების რეკორდული მატებაა.

კონტეს განცხადებით, "მას არ სურს საყოველთაო საგანგებო მდგომარეობის შემოღება, რადგან ქვეყანა ხელმეორედ ჩაკეტვას ვერ გაუძლებს".

26 ოქტომბრიდან იტალიაში შემდეგი შეზღუდვები ამოქმედდა:

  • ბარები, რესტორნები და კვების ობიექტები ადგილობრივი დროით 18:00სთ–ზე დაიხურება. ერთ მაგიდასთან 4–ზე მეტი ადამიანის განთავსება აკრძალულია.
  • დაიხურება სპორტული დარბაზები, საცურაო აუზები, თეატრები, კინოთეატრები, საკონცერტო დარბაზები, ბინგო დარბაზები, კაზინოები და სილამაზის ცენტრები.
  • საბავშვო ბაღები და დაწყებითი სკოლები (6-დან 11 წლამდე ბავშვებისთვის) ფუნქციონირებას გააგრძელებენ მაგრამ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადატვირთვის თავიდან აცილების მიზნით საშუალო სკოლებში (11-დან 14 წლამდე ბავშვებისთვის) გაკვეთილების 75% დისტანციურად ჩატარდება.

იტალიაში კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით დაწესებული ახალი შეზღუდვების გასაპროტესტებლად გამართული აქციები დაკავებებით დასრულდა.

ცნობისთვის: მსოფლიოში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 1 180 000-ს გადააჭარბა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 44 842 000–ზე მეტი ადამიანი, 32 772 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება; სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.

ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, საქართველოში ახალი კორონავირუსის 35 567 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 16 904 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 273 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S