Accentnews.ge
ხვალიდან საბერძნეთი თესალონიკსა და ქვეყნის ორ რეგიონში "ლოქდაუნს" აცხადებს

ხვალიდან საბერძნეთი თესალონიკსა და ქვეყნის ორ რეგიონში "ლოქდაუნს" აცხადებს

29/10/2020 18:23:39 მსოფლიო

ხვალიდან საბერძნეთი თესალონიკსა და ქვეყნის რეგიონებში – ლარისასა და როდოპში "ლოქდაუნს" აცხადებს.

ქვეყნის მთავრობის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეპიდვითარების გაუარესების გამო მიიღეს.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსმა 615 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 35 510 შემთხვევა.

ცნობისთვის: მსოფლიოში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 1 180 000-ს გადააჭარბა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 44 842 000–ზე მეტი ადამიანი, 32 772 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება; სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.

ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, საქართველოში ახალი კორონავირუსის 35 567 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 16 904 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 273 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S