ესპანეთმა საგანგებო მდგომარეობა 2021 წლის 9 მაისამდე გაახანგრძლივა
29/10/2020 17:36:14 მსოფლიო
ესპანეთის პარლამენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის 2021 წლის 9 მაისამდე გახანგრძლივების საკითხს მხარი დაუჭირა.
საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივება, ქვეყნის 17 რეგიონის მმართველებს კორონავირუსის მეორე ტალღის კონტროლისთვის დამატებით უფლებამოსილებას აძლევს. კერძოდ, მათ შეუძლიათ დააწესონ "კომენდანტის საათიც".
ბოლო რამდენიმე კვირაა, ესპანეთში კორონავირუსის ახალმა შემთხვევებმა მკვეთრად იმატა. უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსმა 35 466 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 1 194 681 შემთხვევა.
ცნობისთვის: მსოფლიოში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 1 180 000-ს გადააჭარბა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 44 842 000–ზე მეტი ადამიანი, 32 772 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება; სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.
ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, საქართველოში ახალი კორონავირუსის 35 567 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 16 904 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 273 გარდაიცვალა.


