Accentnews.ge
“ყარაბაღის პრობლემის მოგვარება მხოლოდ მაშინ გახდება შესაძლებელი, როცა ნაპოვნი იქნება ორივე მხარისთვის მისაღები ინტერესთა ბალანსი”

“ყარაბაღის პრობლემის მოგვარება მხოლოდ მაშინ გახდება შესაძლებელი, როცა ნაპოვნი იქნება ორივე მხარისთვის მისაღები ინტერესთა ბალანსი”

29/10/2020 14:53:14 მსოფლიო

მთიანი ყარაბაღის პრობლემის მოგვარება მხოლოდ მაშინ გახდება შესაძლებელი, როცა ნაპოვნი იქნება ორივე მხარისთვის – სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის მისაღები ინტერესთა ბალანსი, - თვლის რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი.

"სად და რაშია ეს გრძელვადიანი დარეგულირება? - იმაში, რომ ნაპოვნი იქნას ინტერესთა ბალანსი, რომელიც ორივე მხარისთვის იქნება მისაღები: როგორც აზერბაიჯანელი ხალხისთვის, რომელსაც უცვლელად ვცემთ პატივს, ისე სომეხი ხალხისა და სომხეთის სახელმწიფოსთვის. იმაში, რომ ადამიანები უსაფრთხოდ გრძნობდნენ თავს, მაგრამ ამავდროულად შეიქმნას შესაძლებლობები ეფექტური რეგიონული განვითარებისა და ყველა იმ ინფრასტრუქტურული შესაძლებლობის განბლოკვა-განვითარებისთვის, რომელიც საფუძველს შექმნიდა როგორც აზერბაიჯანის, ისე სომხეთის და თავად მთიანი ყარაბაღის ეფექტური განვითარებისთვის", - განაცხადა პუტინმა ინვესტფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

მთიან ყარაბაღში ვითარება 27 სექტემბერს, დილით დაიძაბა. რეგიონში აქტიური საბრძოლო მოქმედებები დაიწყო. სომხეთსა და აზერბაიჯანში სამხედრო მდგომარეობა გამოცხადდა. ორივე მხარე ერთმანეთს დაძაბულობის ესკალაციაში ადანაშაულებს.

საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან სომხური მხრიდან, ოფიციალური ინფორმაციით, 1116 სამხედროა დაღუპული. აზერბაიჯანული მხარე სამხედროთა დანაკარგის შესახებ ინფორმაციას არ ასაჯაროებს, თუმცა აცხადებს, რომ დაღუპულია 90 მშვიდობიანი მოქალაქე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S