Accentnews.ge
"ქვეყნებს, რომლებიც ისლამს დასცინიან, "ჯვაროსნული ლაშქრობის" ხელახლა დაწყება სურთ"

"ქვეყნებს, რომლებიც ისლამს დასცინიან, "ჯვაროსნული ლაშქრობის" ხელახლა დაწყება სურთ"

29/10/2020 11:37:02 მსოფლიო

"ქვეყნებს, რომლებიც ისლამს დასცინიან, სურთ "ჯვაროსნული ლაშქრობის" ხელახლა დაწყება სურთ", – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"წინასწარმეტყველ მუჰამედზე თავდასხმების დაგმობა ჩვენთვის ღირსების საკითხია. დასავლეთის რიგ ქვეყნებს, "ჯვაროსნული ლაშქრობების" განახლება სურთ. "ჯვაროსნული ლაშქრობების" შემდეგ ბოროტებისა და სიძულვილის თესლი დაეცა ამ (მუსლიმურ) მიწებზე და სწორედ ამ დროს მშვიდობა დაირღვა", -განაცხადა მან.

16 ოქტომბერს საფრანგეთში 47 წლის ისტორიის მასწავლებელს სამუელ პატის წარმოშობით ჩეჩენმა, 18 წლის აბდულა ანზოროვმა თავი მოჰკვეთა. აღნიშნულის მიზეზი მასწავლებლის მიერ მოსწავლეებისთვის მუჰამედის კარიკატურის ჩვენება გახდა.

27 ოქტომბერს "შარლი ებდომ" ერდოღანის კარიკატურაც გამოაქვეყნა, რის გამოც თურქეთი სამართლებრივი და დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმით დაიმუქრა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S