Accentnews.ge
მარშალის კუნძულებზე კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

მარშალის კუნძულებზე კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

29/10/2020 10:13:08 მსოფლიო

მარშალის კუნძულებზე Covid-19-ის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულები ამერიკული სამხედრო ბაზის თანამშრომლები არიან. მათ ჰავაიში მოგზაურობის ისტორია აქვთ.

ისინი ამჟამად იზოლირებულები არიან.

მარშალის კუნძულება საზღვრები პანდემიის დასაწყისში, ჯერ კიდევ მარტის თვეში ჩაკეტა.

ცნობისთვის: მსოფლიოში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 1 180 000-ს გადააჭარბა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 44 842 000–ზე მეტი ადამიანი, 32 772 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება; სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.

ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, საქართველოში ახალი კორონავირუსის 35 567 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 16 904 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 273 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S