ესებუას მამა შვილს მიმართავს: “შვილო, ჩაბარდი!“ [ვიდეო]
29/10/2020 10:00:09 საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალზე სავარაუდო თავდამსხმელის ბადრი ესებუას მამა შვილს მოუწოდებს, ჩაბარდეს პოლიციას.
ინტერვიუ მან გამოცემა „კვირას“ მისცა.
“შვილო, ჩაბარდი პოლიციას, გეძებთ ყველგან ნათესავებში”, – მიმართავს მამა შვილს.
21 ოქტომბერს საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა, ათეულობით ადამიანი მძევლად აიყვანა და ნახევარი მილიონი დოლარი მითხოვა. რამდენიმე საათში მან მძევლები გაათავისუფლა, ნახევარი მილიონი გაიტაცა და მიიმალა. ბოროტმოქმედი ამ დრომდე თავისუფალია. მოგვიანებით შსს–მ განაცხადა, რომ ბოროტმოქმედი ბადრი ესებუაა. როგორც ირკვევა, ესებუა ყოფილი სამხედრო მოსამსახურეა, რომელმაც შეიარაღებული ძალები გასულ წელს დატოვა. რა მტკიცებულებები არსებობს ესებუას წინააღმდეგ, ამ ეტაპზე უცნობია.
21 ოქტომბრის თავდასხმას ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მიენიჭა.


