ნიცაში დანით შეიარაღებული პირის თავდასხმის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა
29/10/2020 10:07:23 მსოფლიო
საფრანგეთის ქალაქ ნიცაში დანით შეიარაღებული მამაკაცის თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაჭრილია. მსხვერპლთა შორის ერთ-ერთ ქალს თავი მოჰკვეთეს, – იუწყება Reuters.
თავდასხმა ქალაქის ნოტრ-დამის ეკლესიასთან მოხდა.
ქალაქის მერმა კრისტიან ესტროსიმ მომხდარი ტერორიზმად შეაფასა.
პოლიციამ თავდამსხმელი დააკავა.


