Accentnews.ge
ბელარუსს შს ახალი მინისტრი ჰყავს

ბელარუსს შს ახალი მინისტრი ჰყავს

29/10/2020 10:37:14 მსოფლიო

ბელარუსს შს ახალი მინისტრი ჰყავს, იური კარაევი პრეზიდენტმა ლუკაშენკომ თავის თანაშემწედ დანიშნა, - იუწყება ტელეკომპანია "Беларусь 1".

კარაევს მინისტრის თანამდებობა 2019 წლის ივნისიდან ეკავა, შინაგან ჯარს კი იგი 2012 წლიდან ედგა სათავეში. ამასწინანდელი საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომი საპროტესტო ტალღის დროს ბელარუსის მოსახლეობის სასაუბრო ენაში გაჩნდა ტერმინი “კარაეველები”, რომელსაც დემონსტრანტების მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით გამორჩეული ძალოვანების მიმართ იყენებენ.

შს ახალი მინისტრი ივან კურბაკოვი კი მანამდე “მინგორისპოლკომის” შს მთავარ სამმართველოს ხელმძღვანელობდა. ერთ-ერთ ბოლო კომენტარში კურბაკოვი “საღამოობით ეზოებში ხმაურიანი კამპანიების” სიხშირეზე ამახვილებდა ყურადღებას და აცხადებდა, რომ “ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, სამართალდამცველებთან ერთად საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაში ჩაერთოს”.

პრეზიენტმა ლუკაშენკომ თავის თანაშემწეებად კიდევ ორი ძალოვანი – შს მინისტრის ყოფილი მოადგილე ალექსანდრე ბარსუკოვი და უშიშროების ყოფილი ხელმძღვანელი ვალერი ვალუკჩიკი გადაიყვანა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S