არჩევნების დღეს შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი არ იმუშავებს
29/10/2020 08:50:40 საზოგადოება
31 ოქტომბერს შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი არ იმუშავებს. ამის შესახბ ინფორმაცია პარკის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზეა განთავსებული.
"მოგესალმებით შემოდგომურად გამრავალფეროვნებული დენდროლოგიური პარკიდან! ამ ფერადი სეზონის და ჩვენი ტყე-პარკის საოცარი პალიტრა, დაგვერწმუნეთ, არავის ტოვებს გულგრილს. ამის მაჩვენებელია ის, რომ ჩვენი პარკის დამთვალიერებელთა რაოდენობამ უკვე მილიონს მიაღწია! არ გვინდოდა ეს სიხარული გაუზიარებელი დაგვრჩენოდა და აი, თქვენც გითხარით!
აქვე გვინდა გაცნობოთ, რომ 31 ოქტომბერს, არჩევნების დღეს შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი ერთი დღით არ იმუშავებს. გთხოვთ, გაითვალისწინოთ", – ნათქვამია ინფორმაციაში.







