Accentnews.ge
ერდოღანმა “შარლი ებდოს” სასამართლოში უჩივლა

ერდოღანმა “შარლი ებდოს” სასამართლოში უჩივლა

29/10/2020 08:52:31 მსოფლიო

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მისი კარიკატურის გამოქვეყნებისთვის ფრანგულ გამოცემა “შარლი ებდოს” სასამართლოში უჩივლა, - იუწყება თურქული სააგენტო “Anadolu”.

პრეზიდენტის ადვოკატმა ჰუსეინ აიდინმა სარჩელი ანკარის პროკურატურაში წარადგინა და სისხლის სამართლის საქმის აღძრვა ითხოვა. სარჩელში ამ საქმეში ჟურნალის ხელმძღვანელობისა და კარიკატურისტის განსაკუთრებული როლია ხაზგასმული.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, “შეურაცხმყოფელ კონტენტს სიტყვის თავისუფლებასთან არაფერი აკავშირებს”.

ოთხშაბათს “Charlie Hebdo”-ს ყდაზე ერდოღანის კარიკატურა გამოქვეყნდა. იგი საცვლებში ზის და ისლამურ სამოსში გამოწყობილ ქალს კაბას უწევს.

საფრანგეთის ხელისუფლება კარიკატურებთან დაკავშირებით თურქეთის ნებისმიერ კრიტიკას უარყოფს, - განაცხადა, თავის მხრივ, ქვეყნის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა გაბრიელ ატალმა პრეზიდენტ მაკრონის თავმჯდომარეობით გამართული სხდომის შემდეგ. “მუქარისა და დესტაბილიზაციის მცდელობების მიუხედავად, საფრანგეთი არასოდეს იტყვის უარს თავის პრინციპებსა და ფასეულობებზე, განსაკუთრებით – სიტყვისა და აზრის თავისუფლებაზე” – აღნიშნა მან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S