COVID-19–ით ინფიცირებული კრიტიკული პაციენტების რაოდენობა გაიზარდა
29/10/2020 07:40:52 საზოგადოება
ოფიციალური მონაცემებით, სადღეისოდ ქვეყანაში კორონავირუსის 18 364 აქტიური შემთხვევაა, მათგან 4 209 პაციენტი მკურნალობს საავადმყოფოში.
მთავრობის ცნობით, მძიმეა 511 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 128 პირი – მათ შორის თბილისში – 70, აჭარაში – 29. 28 ოქტომბრის მონაცემებით, მძიმე იყო 521 პაციენტის მდგომარეობა, კრიტიკული 120.
გარდა ამისა, 29 ოქტომბრის დილის მდგომარეობით, 11 809 ადამიანი მკურნალობს ბინაზე, კლინიკური მართვის ახალი მოდელის შესაბამისად, ხოლო თვითიზოლაციაში იმყოფება 29 074 ადამიანი, მათგან თბილისში – 3 764 პირი, აჭარაში – 11 190, იმერეთში – 4 024.
გასული დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 709 ხალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 20 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა კიდევ 2 075ადამიანი. ამრიგად, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ახალი ტიპის ვირუსის 35 567 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათგან 273 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 16 904 პირი გამოჯანმრთელდა.


