როგორ ნაწილდება COVID-19–ის ახალი შემთხვევები საქართველოს რეგიონების მიხედვით
29/10/2020 07:31:24 საზოგადოება
საქართველოს მასშტაბით კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა კვლავ დედაქალაქში გამოვლინდა. კერძოდ, რეგიონების მიხედვით ინფიცირების ახალი შემთხვევები შემდეგნაირად ნაწილდება:
- თბილისი – 445,
- აჭარა– 437,
- იმერეთი – 388,
- ქვემო ქართლი – 32,
- შიდა ქართლი – 125,
- გურია – 35,
- სამეგრელო–ზემო სვანეთი – 151,
- კახეთი – 40,
- მცხეთა-მთიანეთი – 12,
- სამცხე-ჯავახეთი – 44,
- რაჭა-ლეჩხუმ–ქვემო სვანეთი – 0.
გასული დღე–ღამის განმავლობაში თბილისში შვიდი ადამიანი გარდაიცვალა, აჭარაში – ცხრა, იმერეთში – ორი, მცხეთა-მთიანეთში – ერთი და კახეთში – ერთი.
სადღეისოდ ქვეყანაში კორონავირუსის 18 364 აქტიური შემთხვევაა, მათგან 4 209 პაციენტი მკურნალობს საავადმყოფოში.
გასული დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 709 ხალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 20 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა კიდევ 2 075ადამიანი. ამრიგად, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ახალი ტიპის ვირუსის 35 567 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათგან 273 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 16 904 პირი გამოჯანმრთელდა.


