Accentnews.ge
რამდენი საწოლია მობილიზებული კორონავირუსით ინფიცურებულთა სტაციონარში სამკურნალოდ

რამდენი საწოლია მობილიზებული კორონავირუსით ინფიცურებულთა სტაციონარში სამკურნალოდ

29/10/2020 07:20:35 საზოგადოება

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში კოვიდი-ნფიცირებულთათვის 4 639 საწოლია მობილიზებული და არსებობს დამატებით 6 616 საწოლის მობილიზების რესურსი.

"კოვიდ დადებითი ახალი შემთხვევები ქვეყანაში გვაქვს დღეს 1 709. ამ ეტაპზე, ჰოსპიტალებში მკურნალობას გადის 4 209 პაციენტი. მობილიზებულია 4 639 საწოლი. იმ სავადმყოფოების ბაზაზე, რომელიც დღესდღეობით ჩართულია კოვიდპანდემიის ჩართვაში, ეს არის 57 საავადმყოფო, ჩვენ გვაქვს რესურსი, რომ დამატებით 6 616 ადგილს გავუკეთოთ მობილიზებულია", - აღნიშნა მინისტრმა.

ტიკარაძის თქმით, ასევე არსებობს გეგმა, რის შედეგადაც, კოვიდის სამკურნალო ცენტრად 15 საავადმყოფო გადაკეთდება და შესაბამისად, დამატებით 2 000-ზე მეტი საწოლი იქნება მობილიზებული.

29 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 1 709 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 20 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 2 075.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S