Accentnews.ge
ზედიზედ მეორე დღეა, საქართველოში COVID-19–ისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ინფიცირებულთა დღიურ ნამატს ჭარბობს

ზედიზედ მეორე დღეა, საქართველოში COVID-19–ისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ინფიცირებულთა დღიურ ნამატს ჭარბობს

29/10/2020 06:49:21 საზოგადოება

ზედიზედ მეორე დღეა, საქართველოს დღიურ მაჩვენებლებში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ინფიცირებულთა ნამატს სჭარბობს. კერძოდ, 29 ოქტომბრის ოფიციალური მონაცემებით, გასული დღე–ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირება 1709 მოქალაქეს დაუდასტურდა, ხოლო გამოჯანმრთელდა 2 075 პირი. 28 ოქტომბრის მდგომარეობით, დაინფიცირდა 1731 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა – 2 197. ამრიგად, თებერვლიდან დღემდე ქვეყანაში ახალი ტიპის ვირუსის 35 567 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათგან 273 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 16 904 პირი გამოჯანმრთელდა.

გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში რჩება 3 324 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4209, კოვიდ–სასტუმროებში – 2 346.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S