საქართველოში კორონავირუსით კიდევ 20 პაციენტი გარდაიცვალა
29/10/2020 06:36:43 საზოგადოება
გასული დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 709 ხალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 20 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა კიდევ 2 075ადამიანი. ამრიგად, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ახალი ტიპის ვირუსის 35 567 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათგან 273 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 16 904 პირი გამოჯანმრთელდა.
გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში რჩება 3 324 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4209, კოვიდ–სასტუმროებში – 2 346.


