Accentnews.ge
ენმ–ის ერთ–ერთი საარჩევნო შტაბის აღმასრულებელი მდივანი ტესტირებაზე უარის თქმისთვის 2 000 ლარით დააჯარიმეს

ენმ–ის ერთ–ერთი საარჩევნო შტაბის აღმასრულებელი მდივანი ტესტირებაზე უარის თქმისთვის 2 000 ლარით დააჯარიმეს

29/10/2020 05:38:20 საზოგადოება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლაგოდეხის საარჩევნო შტაბის აღმასრულებელი მდივანი, ლაგოდეხში მცხოვრები ფირუზ გელაშვილი 2 000 ლარით დააჯარიმეს. პოლიციის თანახმად, ის უარს ამბობდა კორონავირუსზე ტესტის გაკეთებასა და თვითიზოლაციაში გადასვლაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით შსს–ს ლაგოდეხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა მიმართა.

ცნობილია, რომ გელაშვილის დედას, რომელიც ლაგოდეხის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი და ერთ-ერთი სოფლის სკოლის პედაგოგია, კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ, თბილისში დაუდასტურდა. ფირუზ გელაშვილი ირწმუნება, რომ ბოლო 20 დღეა დედასთან კონტაქტი არ ჰქონია, ხოლო ტესტირებას არ ითხოვდნენ დედის უშუალო კონტაქტებისგან, არც ვინმეს შეუფასებია მათი რაოდენობა.

როგორც გელაშვილი ყვება, თავად ითხოვდა დედისთვის ტესტირებას, თუმცა ადგილზე ვერ მოხერხდა და ქალი თბილისში წავიდა ფასიანი ტესტირებისთვის.

„მხოლოდ ჩემგან ითხოვდნენ რომ ტესტი გამეკეთებინა და თვითიზოლაციაში გადავსულიყავი“,– აცხადებს გელაშვილი.

ის დაჯარიმებას პოლიტიკურ გადაწყვეტილებას უკავშირებს.

ამჟამად გელაშვილი 8-დღიან თვითიზოლაციაშია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S