Accentnews.ge
ბოლო 24 საათში საბერძნეთში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

ბოლო 24 საათში საბერძნეთში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

28/10/2020 20:05:56 მსოფლიო

ბოლო 24 საათში საბერძნეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. გასული დღე–ღამის განმავლობაში დაავადება 1 547 ადამიანს დაუდასტურდა, 10 პირი კი გარდაიცვალა.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსმა 603 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 34 299 შემთხვევა.

ცნობისთვის: მსოფლიოში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 1 171 000-ს გადააჭარბა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 44 251 000–ზე მეტი ადამიანი, 32 447 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება; სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.

ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, საქართველოში ახალი კორონავირუსის 33 858 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 14 829 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 253 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S