Accentnews.ge
საფრანგეთმა ხელმეორედ ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო

საფრანგეთმა ხელმეორედ ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო

28/10/2020 19:29:40 მსოფლიო

ეპიდვითარების გაუარესების გამო საფრანგეთმა ხელმეორედ ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო.

"საგანგებო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით 30 ოქტომბრიდან ამოქმედდება და ძალაში 1 დეკემბრამდე იქნება", – განაცხადა პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მოსახლეობისადმი სატელევიზიო მიმართვისას.

საგანგებო მდგომარეობის დროს:

  • მოქალქეებს სახლის დატოვების შემთხვევაში კვლავ მოსთხოვენ საბუთს;
  • რეგიონებს შორის მიმოსვლა აიკრძალება;
  • მოქალაქეებს სახლიდან გასვლა მხოლოდ აუცილებელი საჭიროების დროს, (როგორიცაა საკვების ან წამლების შეძენა) შეეძლებათ;
  • მოქალაქეებს სახლის დატოვების უფლება ყოველ დღე 1 საათით ვარჯიშისთვისაც აქვთ.
  • დაიხურება რესტორნები და ბარები;

როგორც მაკრონმა განაცხადა, პანდემიის პირველ ეტაპზე ჩაკეტვისგან განსხვავებით, ამჟამად სკოლების უმეტესობა ფუნქციონირებას გააგრძელებს. უნივერსიტეტები კი ონლაინ–სწავლების რეჟიმს დაუბრუნდებიან.

მისივე თქმით, დაკრძალვის ცერემონია არ აიკრძალება.

"ყოველ 2 კვირაში განვიხილავთ საგანგებო მდგომარეობის შემოღების შედეგებს და როცა ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 5000–ზე ჩამოვა, შეზღუდვებს ეტაპობრივად შევამსუბუქებთ", – დასძინა მაკრონმა.

ბოლო 24 საათში საფრანგეთში ახალი კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. დღე–ღამის განმავლობაში დაავადებამ 523 ადამიანი იმსხვერპლა და ვირუსის 33 417 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსმა 35 785ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 1 235 132 შემთხვევა

ცნობისთვის: მსოფლიოში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 1 171 000-ს გადააჭარბა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 44 251 000–ზე მეტი ადამიანი, 32 447 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება; სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.

ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, საქართველოში ახალი კორონავირუსის 33 858 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 14 829 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 253 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S