Accentnews.ge
"ცხოვრების ნორმალურ წესს შესაძლოა, 2022 წლის დასაწყისამდე ვერ დავუბრუნდეთ"

"ცხოვრების ნორმალურ წესს შესაძლოა, 2022 წლის დასაწყისამდე ვერ დავუბრუნდეთ"

28/10/2020 19:18:03 მსოფლიო

აშშ–ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის ენტონი ფაუჩის განცხადებით, პანდემიამდე არსებულ ცხოვრების ნორმალურ წესს შესაძლოა, 2022 წლამდე ვერ დავუბრუნდეთ.

"თუ ჩვენ ჩავატარებთ ვაქცინაციის კამპანიას და 2021 წლის მეორე ან მესამე მეოთხედისთვის მოვახერხებთ მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის აცრას, ვფიქრობ, 2021 წლის ბოლომდე ან შეიძლება, სულაც 2022 წლის დასაწყისისთვის ვერ დავუბრუნდეთ ცხოვრების ნორმალურ წესს", – განაცხადა ენტონი ფაუჩიმ მელბურნის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას.

შეგახსენებთ, რომ აშშ COVID-19-ით გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში 8 800 000–ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. დაავადებამ 226 000–ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.

ცნობისთვის: მსოფლიოში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 1 171 000-ს გადააჭარბა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 44 251 000–ზე მეტი ადამიანი, 32 447 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება; სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.

ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, საქართველოში ახალი კორონავირუსის 33 858 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 14 829 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 253 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S