"ჩვენ ვერ შევეგუებით ქუთაისის ძარცვას!"- პოსტერები ყოფილი საპარლამენტო ქალაქის ქუჩებში
28/10/2020 15:47:14 საზოგადოება
"ჩვენ ვერ შევეგუებით ქუთაისის ძარცვას! "- ამ შინაარსის პოსტერები ყოფილი საპარლამენტო ქალაქის ქუჩებში გამოჩნდა.
პოსტერებზე ჩამოთვლილია პარლამენტი და ყველა ის საჯარო დაწესებულებები: სემეკი, სახელმწიფო აუდიტის სამსახური, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, რომლებიც "ქართულმა ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ქუთაისიდან დედაქალაქში გადმოიტანა.

მოძრაობა "დატოვე პარლამენტი ქუთაისში" არჩევნებამდე კიდევ ერთხელ მოუწოდებს ქუთაისელებს, მხარი დაუჭირონ მხოლოდ იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებმაც ქუთაისში პარლამენტის დაბრუნების პირობა დადეს.


