„დახმარებას და პენსიას მოგიხსნითო“ – ოჯახი ზეწოლაზე საუბრობს
28/10/2020 13:43:31 საზოგადოება
წყალტუბოს მონუციპალიტეტში მცხოვრები ჩიხლაძეების ოჯახი ზეწოლაზე საუბრობს.
როგორც მათ ჟურნალისტებს განუცხადეს, „ქართული ოცნების“ აქტივისტები ესტუმრნენ, მოითხოვეს გარანტია, რომ 31 ოქტომბერს „ქართულ ოცნებას“ დაუჭერდნენ ხმას, წინააღმდეგ შემთხვევაში სოციალური დახმარების გაუქმებით დაემუქრდნენ.
„მომიწერე ხელი „41“–ზე, თორემ დახმარებას და პენსიას მოგიხსნითო“. რას ჰქვია, პენსიას მომიხსნიან? კიბოთი ავადმყოფობით მაქვს დანიშნული და მომიხსნიან? მომიხსნან! ვის მივცემ ხმას, ეს ჩემი სქმეა“,– განაცხადა ჟურნალისტებს ჩიხლაძემ.


