Accentnews.ge
აზერბაიჯანმა საკარანტინო რეჟიმი 1 დეკემბრამდე გაახანგრძლივა

აზერბაიჯანმა საკარანტინო რეჟიმი 1 დეკემბრამდე გაახანგრძლივა

28/10/2020 13:46:36 მსოფლიო

აზერბაიჯანმა პანდემიის გამო დაწესებული საკარანტინო რეჟიმი 1 დეკემბრამდე გაახანგრძლივა.

ბოლო რამდენიმე კვირაა, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების ახალმა შემთხვევებმა მკვეთრად მოიმატა.

გასული დღე–ღამის განმავლობაში ვირუსის 988 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 11 ადამიანი გარდაიცვალა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე აზერბაიჯანში ვირუსით ინფიცირების 52 137 შემთხვევაა დაფიქსირებული. 42 033 პაციენტი განიკურნა, 699 გარდაიცვალა.

ცნობისთვის: მსოფლიოში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 1 171 000-ს გადააჭარბა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 44 251 000–ზე მეტი ადამიანი, 32 447 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება; სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.

ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, საქართველოში ახალი კორონავირუსის 33 858 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 14 829 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 253 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S