საუნივერსიტეტო კლინიკაში უარყოფენ ინფორმაციას, რომ COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტი გაექცათ
28/10/2020 09:14:48 საზოგადოება
საუნივერსიტეტო კლინიკაში უარყოფენ ინფორმაციას, რომ კორონავირუსით ინფიცირებული ფეხმძიმე პაციენტი გაექცათ.
როგორც კლინიკის ხელმძღვანელმა ლევან რატიანმა განაცხადა, პაციენტი ჰოსპიტალურ მკურნალობას არ საჭიროებდა.
ირკვევა, რომ პაციენტის გაწერა დაახლოებით, საღამოს თერთმეტი საათისთვის მოხდა.
„30 კვირის ქალბატონი კლინიკაში 21 ოქტომბერს იყო შემოსული. პაციენტს აქვს უფლება, შეწყვიტოს მკურალობა, მიუხედავად იმისა, საჭიროებს მას თუ არა. ამ შემთხვევაში პაციენტი ჰოსპიტალურ მკურნლობას არ საჭიროებდა, ვინაიდან არც ერთი ვიტალური პარამეტრი არ შეესაბამებოდა პათოლოგიურ მდგომარეობას. ვინაიდან ორსულს სურდა კლინიკიდან გაწერა და მას ჰქონდა თვითიზოლაციის შესაძლებლობა, კლინიკურმა დირექტორმა გადაწყვიტა, ქალბატონს დაცვის სამსახურთან და ოჯახის წევრებთან ერთად დაეტოვებონა კლინიკა“,– განაცხადა რატიანმა.


