Accentnews.ge
ექიმების პროტესტი რუსეთში:  COVOD-19-ით ინფიცირებული პაციენტები ჯანდაცვის სამინისტროს ოფისთან მიიყვანეს

ექიმების პროტესტი რუსეთში:  COVOD-19-ით ინფიცირებული პაციენტები ჯანდაცვის სამინისტროს ოფისთან მიიყვანეს

28/10/2020 08:59:50 მსოფლიო

რუსეთის ქალაქ ომსკში სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანებმა COVOD-19-ით ინფიცირებული პაციენტები ომსკში, ჯანდაცვის სამინისტროს რეგიონულ განყოფილებასთან მიიყვანეს. გადაწყვეტილების საფუძველი ადგილობრივ საავადმყოფოებში ადგილების უკმარისობა გახდა,– იუწყება ადგილობრივი მედია.

არსებული ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც მედიკოსებმა პროტესტის აღნიშნულ ფორმას მიმართეს, პაციენტები სამედიცინო დაწესებულებებში მიიღეს.

ადგილობრივი მედია წერს, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების პირველი მანქანა ქალაქის ჯანდაცვის სამინისტროს რეგიონულ ოფისთან საღამოს 21:00 საათის შემდეგ მივიდა. მანქანაში იმყოფებოდა 70 წლის პაციენტი, რომელსაც კომპიუტერული ტომოგრაფიით ფილტვების დაზიანება აღმოაჩნდა, თუმცა მისი ჰოსპიტალიზაცია საავადმყოფოში ადგილების უკმარისობის გამო ვერ მოხერხდა.

მოგვიანებით, სამთავრობო უწყების შენობასთან პაციენტები სასწრაფო სამედიცინო დახმარების კიდევ ორი მანქანით მიიყვანეს.

რუსული მედიის ცნობით, ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა მიხაილ მურაშკომ პაციენტებისთვის სამედიცინო დახმარების ორგანიზებასთან დაკავშირებული სიტუაციის შემოწმების განკარგულება გასცა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S