Accentnews.ge
გამყრელიძე განმარტავს, დგას თუ არა ქვეყანა ექიმების დეფიციტის წინაშე

გამყრელიძე განმარტავს, დგას თუ არა ქვეყანა ექიმების დეფიციტის წინაშე

28/10/2020 08:31:17 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ირწმუნება, რომ ქვეყანაში ექიმების დეფიციტი არ არის.

„31 ათასია, ვისაც საექიმო განათლება აქვს და შეიძლება, გამოყენებულ იყვნენ პანდემიური პროცესის დროს. მაგთან ზოგიერთი არ მუშაობს, ზოგი - პენსიაშია. თუ სამედიცინო განათლების მქონე ადამიანი კოვიდის შესახებ წაიკითხავს, ორ დღეში ძირითადი პრინციპები კარგად ეცოდინება. დაიწყო სამედიცინო უნივერსიტეტების მეხუთე და მეექვსე კურსის სტუდენტების გადამზადება. 1600-მდე სამედიცინო პერსონალია ინფიცირებული, ამიტომ სტუდენტებს თავისუფლად შეუძლიათ კოვიდცენტრებში იმუშაონ, იმუშაონ ექიმებისა და ექთნების ასისტენტებად და ამ ბრძოლაში ჩვენს სამედიცინო საზოგადოებას მიეხმარნონ. ისინი ამ ინიციატივას ენთუზიაზმით შეხვდნენ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ცნობისთვის: ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, კორონავირუსით სამედიცინო სექტორის 1000–ზე მეტი წარმომადგენელი დაინფიცირდა. დაფიქსირდა გარდაცვალების შემთხვევებიც.

ცნობილია, რომ მომავალი კვირიდან კორონავირუსის მართვის პროცესში ექიმების დამხმარეებად სამედიცინო მიმართულების უფროსკურსელებს ჩართავენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S