Accentnews.ge
გამყრელიძე: „სტაბილიზაციის ნიშნები გამოჩნდა“

გამყრელიძე: „სტაბილიზაციის ნიშნები გამოჩნდა“

28/10/2020 07:48:54 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, ეპიდვითარების თვალსაზრისით მცირე სტაბილიზაციის ნიშნები გამოჩნდა. ამ კონტექსტში მან კორონავირუსული ინფექციისგან განკურნების ბოლო ორი დღის და საერთო მაჩვენებლებიც მოიყვანა. კერძოდ, 27 ოქტომბრის მონაცემებით, გამოჯანმრთელდა 1 262 მოქალაქე, 28 ოქტომბრის მონაცამებით – 2 197 პირი. ჯამში საქართველოში COVID-19–ისგან ინფიცირებულთა 44%–მდე განიკურნა.

„სტაბილიზაციის მცირე ნიშნები გამოჩნდა, მაგრამ სტაბილიზაციამდე შორსაა“,– განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, თუ მოქალაქეების 95% მაინც ატარებს პირბადეს და დაიცავს რეკომენდაციებს, ინფიცირების დღიური მაჩვენებლები განახევრდება.

გამყრელიძემ აღნიშნა ისიც, რომ ქვეყანაში პირბადის ტარების კულტურა გაიზარდა.

„თუ ავალთ 95%–ზე, გავანახევრებთ ახალ ინფიცირებულღთა ყოველდღიურ რაოდენობას. დღეს 60–65%–ზე ვართ“,– დასძინა გამყრელიძემ.

გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობიზ ზრდასთან დაკავშირებით „ფრთხილი ოპტიმიზმი“ პრემიერ–მინისტრმაც გამოთქვა:

„სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ მსოფლიოში, განსაკუთრებით, ევროპაში, ინფიცირებულების რაოდენობა იზრდება. ჩვენ ქვეყანაშიც, ინფიცირებულების რაოდენობა ყოველდღიურად გვეზრდება. ერთ მლნ მოსახლეზე, სხვებთან შედარებით (ევროპის ფარგლებში) ასე თუ ისე, ნორმალურად გამოვიყურებით, თუმცა ეს არ არის დამშვიდების საფუძველი. დღეს, ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს ჩვენი გამოჯანმრთელებული მოქალაქეების რაოდენობის ზრდა. კიდევ ერთხელ შემიძლია, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ პროცესი სრულად მართვადია, ეფექტურად მუშაობს კლინიკური მართვის ახალი მოდელი და ექიმები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ უკვე საკმაოდ დიდი რაოდენობის ინფიცირებულების პირობებში, მართონ ეს პროცესი შეუფერხებლად“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, პირბადის ტარებასა და შეზღუდვებს შორის კავშირი არსებობს და წერტილოვანი შეზღუდვების სტრატეგია გრძელდება.

გასული დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 731 ხალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 15 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა კიდევ 2 197ადამიანი. ამრიგად, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ახალი ტიპის ვირუსის 33 858 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათგან 253 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 14 829 პირი გამოჯანმრთელდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S