Accentnews.ge
ბოლო 24 საათში უკრაინაში კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდული დღიური მაჩენებელი დაფიქსირდა

ბოლო 24 საათში უკრაინაში კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდული დღიური მაჩენებელი დაფიქსირდა

28/10/2020 07:30:58 მსოფლიო

ბოლო 24 საათში უკრაინაში COVID-19–ით გარდაცვალების რეკორდული დღიური მაჩენებელი დაფიქსირდა. კერძოდ, დღე–ღამის განმავლობაში ვირუსმა 165 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურდა ინფიცირების 7 474 ახალი შემთხვევა.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსმა 6755 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 363 075 შემთხვევა.

ცნობისთვის: მსოფლიოში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 1 171 000-ს გადააჭარბა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 44 251 000–ზე მეტი ადამიანი, 32 447 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება; სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.

ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, საქართველოში ახალი კორონავირუსის 33 858 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 14 829 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 253 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S