საქართველოში მძიმე და კრიტიკული პაციენტების რაოდენობა გაიზარდა
28/10/2020 07:21:36 საზოგადოება
საქართველოში კორონავირუსული ინფექციით ინფიცირებული მძიმე და კრიტიკული პაციენტების რაოდენობა გაიზარდა. კერძოდ, 28 ოქტომბრის დილის მონაცემებით, მძიმეა 521 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 120 მოქალაქე იმყოფება.
27 ოქტომბრის მონაცემებით, მძიმე იყო 482 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ხოლო კრიტიკული – 105 პაციენტის.
სადღეისოდ ქვეყანაში ვირუსის 18 750 გამოვლენილი აქტიური შემთხვევაა, მათგან 4 022 პაციენტი მკურნალობს კლინიკებში, დანარჩენები ბინაზე და კოვიდ–სასტუმროებში გადიან მეთვალყურეობას. 27 ოქტომბრის მონაცემებით, კლინიკები 3 847 პაციენტი იყო გადაყვანილი.
გასული დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 731 ხალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 15 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა კიდევ 2 197ადამიანი. ამრიგად, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ახალი ტიპის ვირუსის 33 858 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათგან 253 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 14 829 პირი გამოჯანმრთელდა.


