როგორ ნაწილდება COVID-19–ის ახალი შემთხვევები საქართველოს რეგიონების მიხედვით
28/10/2020 07:10:43 საზოგადოება
კორონავირუსული ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით საქართველოში „ცხელ კერად“ კვლავ თბილისი, აჭარა და იმერეთი რჩება. კერძოდ, მთავრობის მონაცემებით, რეგიონების მიხედვით კორონავირუსის ახალი შემთხვევები შემდეგნაირად ნაწილდება:
თბილისი – 636
აჭარა –333
იმერეთი –320
ქვემო ქართლი – 121
შიდა ქართლი – 76
გურია –18
სამეგრელო–ზემო სვანეთი – 119
კახეთი – 45
მცხეთა–მთიანეთი – 9
სამცხე–ჯავახეთი – 39
რაჭა–ლეჩხუმ–ქვემო სავანეთი –15.
სადღეისოდ ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციის 18 750 აქტიური შემთხვევაა, მათგან 4 022 პაციენტი საავადმყოფოში მკურნალობს.
გასული დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 731 ხალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 15 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა კიდევ 2 197ადამიანი. ამრიგად, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ახალი ტიპის ვირუსის 33 858 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათგან 253 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 14 829 პირი გამოჯანმრთელდა.


