Accentnews.ge
საქართველოს დღიურ მონაცემებში პოზიტიური რეკორდიც დაფიქსირდა

საქართველოს დღიურ მონაცემებში პოზიტიური რეკორდიც დაფიქსირდა

28/10/2020 07:01:16 საზოგადოება

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევების მნიშვნელოვნად ზრდასთან ერთად, დღიურ მონაცემებში პოზიტიური რეკორდი დაფიქსირდა. კერძოდ, ოფიციალური მონაცემებით, გასული დღე–ღამის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციისგან გამოჯანმრთელება დაუდასტურდა 2 197 მოქალაქეს. ეს ქვეყნისთვის რეკორდული დღიური მაჩვენებელია. რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა 27 ოქტომბერსაც – შინ გაწესეს 1 262 მოქალაქე. თუმცა ამ დღეს ქვეყანას ანტირეკორდული მაჩვენებელიც ჰქონდა: ვირუსისგან 23 მოქალაქე გარდაიცვალა, მათ შორის ყველაზე ახალგაზრდა 34 წლის იყო.

ცნობისთვის: გასული დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 731 ხალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 15 პაციენტი. ამრიგად, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ახალი ტიპის ვირუსის 33 858 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათგან 253 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 14 829 პირი გამოჯანმრთელდა.

გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში რჩება 3507 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4022, კოვიდ–სასტუმროებში – 2 344. ხოლო თვითიზოლაციაში 27 ოქტომბრის მონაცემებით 28 067 მოქალაქე იმყოფება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S