საქართველოში COVID-19–ის 1700–ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
28/10/2020 06:49:18 საზოგადოება
გასული დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 731 ხალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 15 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა კიდევ 2 197ადამიანი. ამრიგად, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ახალი ტიპის ვირუსის 33 858 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათგან 253 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 14 829 პირი გამოჯანმრთელდა.
გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში რჩება 3507 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4022, კოვიდ–სასტუმროებში – 2 344. ხოლო თვითიზოლაციაში 27 ოქტომბრის მონაცემებით 28 067 მოქალაქე იმყოფება.


