Accentnews.ge
ბოლო ერთ კვირაში მსოფლიოში კოვიდ–ინფიცირებულთა რაოდენობა 2,8 მილიონით გაიზარდა

ბოლო ერთ კვირაში მსოფლიოში კოვიდ–ინფიცირებულთა რაოდენობა 2,8 მილიონით გაიზარდა

28/10/2020 04:47:22 მსოფლიო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ბოლო ერთ კვირაში მსოფლიოში კოვიდ–ინფიცირებულთა რაოდენობა 2,8 მილიონით გაიზარდა, რაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე რეკორდული მაჩვენებელია.

ორგანიზაციის ცნობით, ვირუსი ყველაზე სწრაფად ამ დროისთვის ევროპაში ვრცელდება. გასულ კვირასთან შედარებით, მიმდინარე კვირაში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 33%–ით გაიზარდა. აღნიშნულის გამო ევროპული ქვეყნების უმეტესობამ შეზღუდვები გაამკაცრა.

ცნობისთვის: მსოფლიოში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 1 171 000-ს გადააჭარბა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 44 251 000–ზე მეტი ადამიანი, 32 447 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება; სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.

ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, საქართველოში ახალი კორონავირუსის 32 127 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 12 632 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 238 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S