ჯანმო - ევროპაში კორონავირუსით გარდაცვლილთა დღიური მაჩვენებელი წინა კვირასთან შედარებით, თითქმის 40%-ით გაიზარდა
28/10/2020 04:35:00 მსოფლიო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ევროპაში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა დღიური მაჩვენებელი წინა კვირასთან შედარებით, თითქმის 40%-ით გაიზარდა.
ორგანიზაციის პრეს–სპიკერ მარგარეტ ჰარისის თქმით, ფატალური შემტხვევების უმეტესობა საფრანგეთში, ესპანეთში, დიდ ბრიტანეთში, ნიდერლანდებსა და რუსეთში დაფიქსირდა.
”შემაშფოთებელი არის ის ფატი, რომ საავადმყოფოების რეანიმაციული განყოფილებები თითქმის გადაივსო კოვიდ–ინფიცირებული მძიმე პაციენტებით”, -განაცხადა მან.
შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში ევროპაში კორონავირუსით ინფიცირების ახალმა შემტხვევებმა მკვეთრად მოიმატა. აღნიშნულის გამო ევროპული ქვეყნების უმეტესობამ შეზღუდვები გაამკაცრა.
ცნობისთვის: მსოფლიოში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 1 171 000-ს გადააჭარბა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 44 251 000–ზე მეტი ადამიანი, 32 447 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება; სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.
ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, საქართველოში ახალი კორონავირუსის 32 127 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 12 632 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 238 გარდაიცვალა.


