"საქართველოში კორონავირუსისგან განკურნებული პაციენტების პლაზმაში საერთო ანტისხეულების განსაზღვრაა შესაძლებელი და არა დაცვითის"
27/10/2020 20:30:21 საზოგადოება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში ახალი კორონავირუსისგან განკურნებული პაციენტების პლაზმაში საერთო ანტისხეულების განსაზღვრაა შესაძლებელი და არა დაცვითის.
"საქართველოში კოვიდისგან განკურნებული პაციენტების პლაზმაში საერთო ანტისხეულების განსაზღვრაა შესაძლებელი და არა დაცვითი ანტისხეულების. ამას ვერ საზღვრავენ ძალიან ბევრ ქვეყანაში ერთეული ქვეყნების გარდა. ამიტომ აშშ–ის FDA-მ ორჯერ გასცა ამაზე ნებართვა, 1 მაისსა და 28 აგვისტოს. 1 მაისს ის ამბობდა, რომ განსაზღვრეთ ანტისხეულები და მისი საკმარისი რაოდენობის შემთხვევაში გადაასხით, ხოლო 28 აგვისტოს განაცხადა, რომ არ არის საჭირო დაცვითი ანტისხეულების განსაზღვრა, შეგიძლიათ გადაასხათ ყველა და შეინახოთ ნიმუშები შემდეგი განსაზღვრისთვის. აქ ლოგიკა არის ის, რომ ნაწილი ამ პლაზმის მაინც შეიცავს ასეთ ანტისხეულებს და თუ შეიცავს მაშინ ის მოარჩენს, თუ არ შეიცავს ის არ მოარჩენს. რაც შეეხება გვერდით ეფექტებს, ეს ძალიან იშვიათ შემთხვევაში ვლინდება", – განაცხადა ცერცვაძემ.
მისივე თქმით, აღნიშნული მეთოდით 6 კრიტიკულ პაციენტს უმკურნალეს, რომელთაგან 4 განიკურნა, ორის დაავადების მიმდინარეობაზე კი პლაზმამ გავლენა ვერ მოახდინა.


