Accentnews.ge
თბილისში ავტობუსის კონტროლიორს კორონავირუსი დაუდასტურდა

თბილისში ავტობუსის კონტროლიორს კორონავირუსი დაუდასტურდა

27/10/2020 19:22:03 საზოგადოება

თბილისში ავტობუსის კონტროლიორს კორონავირუსი დაუდასტურდა, – ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქია სატრანსპორტო კომპანიაში ადასტურებენ.

მათი თქმით, კონტროლიორს მგზავრებთან შეხება არ ჰქონია, ის ათი დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

„კონტროლიორები მუშაობენ განრიგით, ის არ მუშაობდა, როცა თავი იგრძნო შეუძლოდ, ათი დღის განმავლობაში იმყოფებოდა თვითიზოლაციაში. ამ პერიოდში მან ჩაიტარა ტესტირება და დაუდასტურდა ვირუსი. მას არ ჰქონია შეხება არც თანამშრომლებთან და არც მგზავრებთან. რამდენადაც ვიცი, მისი მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია“, – აცხადებენ სატრანსპორტო კომპანიაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S