Accentnews.ge
გამყრელიძე – COVID-19–ით ინფიცირებულ ბავშვებზე: „გვაქვს ერთი მძიმე შემთხვევა“

გამყრელიძე – COVID-19–ით ინფიცირებულ ბავშვებზე: „გვაქვს ერთი მძიმე შემთხვევა“

27/10/2020 13:04:52 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულ ბავშვეს შორის მძიმე შემთხვევები არ ფიქსირდება, ამგვარი მხოლოდ ერთია.

„გვაქვს ერთი მძიმე შემთხვევა – ბავშვი აპარატზე“,– განაცხადა გამყრელიძემ.

მის ცნობით, ბავშვების კორონავირუსით დაინფიცირება საქართველოში ძირითადად ოჯახურ შემთხვევებს უკავშირდება.

ამასთან, გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში შვიდი თვის განმავლობაში გამოვლენილი 32 127 შემთხვევიდან 1% 0–დან 1 წლამდე ასაკის ბავშვებზე მოდის, ხოლო 13% – 2–დან 18 წლამდე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S