როგორია COVID-19–ით ინფიცირების და სიკვდილიანობის მაჩვენებელი ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით
27/10/2020 12:32:09 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის მონაცემებით, საქართველოში COVID-19–ის გამოვლენილი შემთხვევების უმეტესობა 30–დან 59–წლამდე ასაკის მოქალაქეებზე მოდის.
კერძოდ, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში 32 127 შემთხვევაა რეგისტრირებული, ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით კი მონაცემები შემდეგნაურად გამოიყურება:
- 0–დან 1 წლამდე ასაკის – 1%
- 2–დან 18 წლამდე – 13%
- 19–დან 29 წლამდე –16%
- 30–დან 59 წლამდე – 50
- 60–დან 69 წლამდე – 18%
- 80 წელს ზემოთ – 2%
რაც შეეხება სიკვდილიანობას, ქვეყანაში ბოლო შვიდი თვის განმავლობაში კორონავირუსულმა ინფექციამ 238 პაციენტი იმსხვერპლა. გამყრელიძის მონაცემებით, გარდაცვლილების 15% 60 წელს ქვემოთაა; 30% – 60–დან 70–მდე წლამდე, 53,4% – 70 წელს ზემოთ.
ცნობისთვის: გასული დღე–ღამის განმავლობაში 23 პაციენტი გარდაიცვალა, მათ შორის 32 წლის წალი. ეს საქართველოსთვის ანტირეკორდული მაჩვენებელია.


