დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტს, მამა კირიონს COVID-19 დაუდასტურდა
27/10/2020 10:36:49 საზოგადოება
დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტს, მამა კირიონს COVID-19 დაუდასტურდა.
როგორც არქიმანდრიტი კირიონი აცხადებს, მას ცხელება მხოლოდ ერთჯერადად აღენიშნებოდა - 38 გრადუსი, რის შემდეგაც ტესტი გაიკეთა და პასუხი დადებითი აღმოჩნდა.
ასევე, თავად ინფიცირებულის განმარტებით, ის ამ დღეები ტაძარში არ ყოფილა და იზოლაციაში იმყოფებოდა.
რაც შეეხება ინფიცირების წყაროს, არქიმანდრიტის თქმით, მან ამის შესახებ ჯერ–ჯერობით არაფერი იცის.


