სამედიცინო სექტორის რამდენი წარმომადგენელია ქვეყნის მასშტაბით COVID-19–ით დაინფიცირებული
27/10/2020 12:14:23 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ცნობით, ქვეყნის მასშტაბით ჯამში კორონავირუსით სამედიცინო სექტორის 1 678 წარმომადგენელია ინფიცირებული.
"1 678 სამედიცინო პერსონალია ინფიცირებული, საერთო ინფიცირებულთა 5,2%. აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ჩვენი კოლეგები ინფიცირდებიან არა მარტო სამუშაო პირობებში, არამედ ოჯახურ პირობებშიც, რადგან გვაქ ინტენსიური შიდა გავრცელება ქვეყანაში, მაგრამ რა თქმა უნდა ინფექციის კონტროლს სამედიცინო დაწესებულებებში ყურადღება უფრო და უფრო უნდა ექცეოდეს, რათა დავიცვათ სამედიცინო პერსონალი". - ამბობს გამყრელიძე.
ცნობისთვის: 27 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 1824 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 23 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა – 1262.


