Accentnews.ge
გაერთიანებულ სამეფოში Covid-19–ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 61 000–ს გადააჭარბა

გაერთიანებულ სამეფოში Covid-19–ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 61 000–ს გადააჭარბა

27/10/2020 12:05:44 მსოფლიო

გაერთიანებულ სამეფოში Covid-19–ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 61 000–ს გადააჭარბა.

ინგლისის, უელსის, შოტლანდიისა და ჩრდილოეთ ირლანდიის სტატისტიკური სამსახურების მონაცემებით, დაავადებამ 59 927 ადამიანი იმსხვერპლა. თუმცა გაერთიანებული სამეფოს მთავრობის უკანასკნელი მონაცემების თანახმად, აღნიშნულ რაოდენობას კიდევ 1 189 დაემატა. შესაბამისად, ამ დროისთვის გაერთიანებულ სამეფოში Covid-19–ით გარდაცვლილთა რაოდენობა 61 116–ს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში მსოფლიოში კორონავირუსის ახალმა შემთხვევებმა. რიგ ქვეყნებში კი დაავადებით სიკვდილიანობის მაჩვენებელმა მკვეთრად მოიმატა. სხვადასხვა ქვეყნებმა, მათ შორის გაერთიანებულმა სამეფომ შეზღუდვები გაამკაცრა.

ცნობისთვის: მსოფლიოში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 1 164 000-ს გადააჭარბა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 43 777 000–ზე მეტი ადამიანი, 32 183 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება; სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.

ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, საქართველოში ახალი კორონავირუსის 32 127 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 12 632 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 238 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S