Accentnews.ge
ბელარუსში გუშინ გამართული საპროტესტო აქციების დროს 500-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

ბელარუსში გუშინ გამართული საპროტესტო აქციების დროს 500-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

27/10/2020 10:31:06 მსოფლიო

სამართალდამცაველებმა ბელარუსში გუშინ გამართული საპროტესტო აქციების დროს 500-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას მედია საშუალებები ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს–სპიკერზე დაყრდნობით ავრცელებენ.

ოლგა ჩემოდანოვას თქმით, "სამართალდამცავებმა არასანქცირებული აქციის დროს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის უზრუნველყოფისთვის საჭირო ზომები მიიღეს".

შეგახსენებთ, რომ გუშინ სხვადასხვა საწარმოს გაფიცულმა თანამშრომლებმა და პენსიონრებმა საპროტესტო აქცია გამართეს. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია 235 დაკავებულის შესახებ.

ყოველდღიური მასობრივი პროტესტი ქვეყანაში 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, რომელშიც გამარჯვებულად კვლავ ალექსანდრე ლუკაშენკო გამოცხადდა. იგი უკვე მეექვსე ვადით იყრიდა კენჭს. ყველაზე ხალხმრავალი აქციები, რომელზეც 100-დან 200 ათასამდე ადამიანი გადის, კვირაობით იმართება. მომიტინგეები ლუკაშენკოს გადადგომას და ხელახალი არჩევნების დანიშნვას მოითხოვენ. პროტესტის ჩახშობის მცდელობებს უკვე სულ მცირე, ოთხი მოქალაქე ემსხვერპლა, კიდევ 6 დაკარგულად ითვლება, დაშავებულთა და დაკავებულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია.

ევროკავშირის ქვეყნები და აშშ არჩევნების შედეგებს არ სცნობენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S