Accentnews.ge
დეპუტატობის კანდიდატს "ქართული ოცნებიდან" კორონავირუსი დაუდასტურდა

დეპუტატობის კანდიდატს "ქართული ოცნებიდან" კორონავირუსი დაუდასტურდა

27/10/2020 10:08:02 საზოგადოება

ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარობის კანდიდატს "ქართული ოცნებიდან" გოჩა ენუქიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ენუქიძე Facebook-ზე წერს, რომ საჯარო აქტივობებს წყვეტს.

"მოგახსენებთ, დამიდასტურდა COVID-19, რის გამოც იძულებული ვარ, საჯარო სივრციდან გადავინაცვლო თვითიზოლაციაში.

განსაკუთრებით ბოდიში მინდა მოვუხადო ლეჩხუმლებს, ვინაიდან სწორედ მათთან ერთად უნდა დამესრულებინა ჩემი წინასაარჩევნო კამპანია.მეგობრებო, თავს კარგად ვგრძნობ და თქვენთან ერთად ველოდები ღირსეულ გამარჯვებას.

წინ უფრო დიდი გამოწვევებია, რომელსაც ასევე ღირსეულად ვუპასუხებთ.დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის და გისურვებთჯანმრთელობას!" - დაწერა ენუქიძემ.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 32 127 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 12 632 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 238 კი გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S