ვინ ექვემდებარება და ვინ არა საზღვრიდან იზოლაციაში გადაყვანას
27/10/2020 09:15:25 საზოგადოება
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, უცხო ქვეყნიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქეები, აგრეთვე მათი ოჯახის წევრები, თვითიზოლაციაში 8 დღით განთავსდებიან. ეს შემდეგი წესით მოხდება:
- უცხო ქვეყნიდან ჩამოსულმა პირმა სასაზღვრო პუნქტებზე უნდა წარადგინოს საქართველოში ვიზიტამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი საბუთი, რის შემდგომაც დაექვემდებარება თვითიზოლაციაში გადასვლას;
- თუ პირი ვერ წარმოადგენს PCR ტესტს, დაექვემდებარება სავალდებულო წესით საკარანტინე სივრცეში გადაყვანას.
საქართველოში შემოსვლისას იზოლაციას/კარანტინს არ ექვემდებარებიან:
- საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოსული საზღვარგარეთის ქვეყნების/საერთაშორისო ორგანიზაციების ოფიციალური დელეგაციების წევრები – მათ სასაზღვრო პუნქტებზე უნდა წარადგინონ ოფიციალურ ვიზიტამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი საბუთი;
- გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, საფრანგეთის რესპუბლიკის, ლატვიის რესპუბლიკის, ლიეტუვის რესპუბლიკის და ესტონეთის რესპუბლიკის მოქალაქეები და ამავე ქვეყნების მუდმივი ბინადრობის (ცხოვრების) უფლების მქონე პირები, თუ საქართველოში მოემგზავრებიან საჰაერო გზით, ამავე ქვეყნებიდან.
- აღნიშნული წესი არ ეხება უცხოელ სტუდენტებს. „მათთვის სავალდებულოა უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი საბუთის წარმოდგენა და 12 დღიანი კარანტინი, საკუთარი ხარჯებით“,-აღნიშნავენ საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: https://bit.ly/3oG24xQa


