როგორ გააპროტესტა მამაკაცმა უელსში ტანსაცმელების მაღაზიების დაკეტვა (ვიდეო)
27/10/2020 08:41:25 მსოფლიო
მამაკაცმა უელსში ტანსაცმელების მაღაზიების დაკეტვა გააპროტესტა. ბრიტანული მედიის ცნობით, 38 წლის კრის ნოდენი ქალაქ ნიუპორტში მდებარე "ტესკოს" მაღაზიაში მხოლოდ პირბადითა და ტრუსით შევიდა.
ეპიდვითარების გაუარესების გამო უელსში მკაცრი შეზღუდვები შემოიღეს. კერძოდ, მთავრობის განცხადებით, ფუნქციონირებას აგრძელებს მხოლოდ ის მაღაზიები, რომლებიც "აუცილებელი მოხმარების საგნებს" ყიდიან. აღსანიშნავია, რომ ამ ობიექტების სია ტანსაცმელების მაღაზიებს არ მოიცავს.
ბოლო პერიოდში მსოფლიოში Covid-19–ის ახალი შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. სხვადასხვა ქვეყნებმა, მათ შორის გართიანებულმა სამეფომ შეზღუდვები გაამკაცრა.
ცნობისთვის: მსოფლიოში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 1 164 000-ს გადააჭარბა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 43 777 000–ზე მეტი ადამიანი, 32 183 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება; სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.
ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, საქართველოში ახალი კორონავირუსის 32 127 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 12 632 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 238 გარდაიცვალა.


