Accentnews.ge
როგორ ნაწილდება COVID-19–ის ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით

როგორ ნაწილდება COVID-19–ის ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით

27/10/2020 07:21:41 საზოგადოება

გასული დღე–ღამის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა კვლავ თბილისში გამოვლინდა. კერძოდ, ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსის ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:

  • თბილისი – 712;
  • აჭარა – 545;
  • იმერეთი – 305;
  • ქვემო ქართლი - 48;
  • შიდა ქართლი - 56;
  • გურია - 24;
  • სამეგრელო–ზემო სვანეთი – 63;
  • კახეთი - 23;
  • მცხეთა-მთიანეთი - 22;
  • სამცხე-ჯავახეთი - 22;
  • რაჭა-ლეჩხუმი- 4.

სადღეისოდ 3 847 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათგან მძიმეა 482 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 105 პირი.

13 146 მკურნალობს ბინაზე, ხოლო თვითიზოლაციაში იმყოფება 28 067 მოქალაქე.

გასული დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 824 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 23 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა კიდევ 1 262 ადამიანი. ამრიგად, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ახალი ტიპის ვირუსის 32 127 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათგან 238 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 12 632 პირი გამოჯანმრთელდა.

გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში რჩება 3769 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 3 832, კოვიდ–სასტუმროებში – 2 249.

NCDC-ის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში 8 589 PCR-ტესტი ჩატარდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S