Accentnews.ge
მორიგი ანტირეკორდი: საქართველოში COVID-19–ს კიდევ 23 ადამიანი ემსხვერპლა

მორიგი ანტირეკორდი: საქართველოში COVID-19–ს კიდევ 23 ადამიანი ემსხვერპლა

27/10/2020 07:00:44 საზოგადოება

გასული დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 824 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 23 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა კიდევ 1 262 ადამიანი. ამრიგად, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ახალი ტიპის ვირუსის 32 127 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათგან 238 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 12 632 პირი გამოჯანმრთელდა.

ოფიციალური მონაცემებით, თბილისში გარდაიცვალა ცხრა ადამიანი, აჭარაში – რვა, იმერეთში – ორი, შიდა ქართლში – ორი, მცხეთა-მთიანეთში ორი.

გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში რჩება 3769 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 3 832, კოვიდ–სასტუმროებში – 2 249. ხოლო თვითიზოლაციაში იმყოფება 28 067 მოქალაქე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S