ერდოღანი თანამოქალაქეებს ფრანგული წარმოების საქონლის ბოიკოტისკენ მოუწოდებს
27/10/2020 06:23:54 მსოფლიო
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი თანამემამულეებს თანამოქალაქეებს ფრანგული წარმოების საქონლის ბოიკოტისკენ მოუწოდებს.
”მოვუწოდებ, ყველა ჩემს მოქალაქეს, უარი თქვან ფრანგული საქონლის შეძენაზე", – განაცხადა ერდოღანმა.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთი ძირითადად მუსლიმებით დასახლებულ ჩრდილოეთ აფრიკაში მარცვლეულის ნომერ პირველი ექსპორტიორია. გარდა ამისა, ფრანგული ავტომობილების ძირითადი მყიდველები მუსლიმური ქვეყნები არიან.
ცნობისთვის: რამდენი დღის წინ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გამოეხმაურა პარიზში პედაგოგის მკვლელობას, რომელსაც 18 წლის ეთნიკურად ჩეჩენმა მოჰკვეთა თავი. საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იგი „ისლამისტური სეპარატიზმის“ წინააღმდეგ იბრძოლებს და დასძინა, რომ "ისლამი კრიზისშია“. ამ კომენტარის შემდეგ თურქეთის პრეზიდენტმა ფრანგ კოლეგას „მენტალური მდგომარეობის შემოწმებისკენ" მოუწოდა. მაკრონის განცხადება ისლამური ქვეყნებმა, მათ შორის ყატარმა, ირანმა და საუდის არაბეთმა დაგმეს.


